Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის ოფიციალური სტრუქტურების ინფორმაციით


სერბიის ოფიციალური სტრუქტურების ინფორმაციით,

სერბიის ოფიციალური სტრუქტურების ინფორმაციით,
მიმდინარეობს იმ პირთა ძიება, ვინც ბოსნიელ სერბთა ყოფილ ლიდერს, რადოვან კარაჯიჩს, ყალბი იდენტობის მიღებაში ეხმარებოდა. თორმეტწლიანი ძიების შემდეგ, კარაჯიჩი ორშაბათს, ბელგრადში დააპატიმრეს. მას ახლა ჰააგაში გადაიყვანენ და გაეროს სამხედრო ტრიბუნალს გადასცემენ, სადაც კარაჯიჩი გენოციდის ბრალდებით გასამართლდება. სერბიის სამხედრო პროკურორის წარმომადგენლის, ბრუნო ვეკარიჩის თქმით, გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ სინამდვილეში ვინ არის დრაგან დაბიჩი - პირი, რომლის ვინაობითაც ინიღბებოდა ძებნაში მყოფი კარაჯიჩი.
XS
SM
MD
LG