Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი, ბარაკ


შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი, ბარაკ ობამა,

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი, ბარაკ ობამა,
დღეს ბერლინში სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა ”დაანგრიოს ის კედლები”, რომლებიც ხალხებს შორის დაყოფას და კონფლიქტს იწვევს.
ბერლინის ტიერგარტენის პარკში შეკრებილი დაახლოებით 150,000 პირის წინაშე სიტყვით გამოსვლით დაიწყო დემოკრატიული პარტიის კანდიდატის უცხოეთში ტურნეს ევროპული ნაწილი. ბარაკ ომაბას თქმით, არ შეიძლება მსოფლიო დაყოფილი დარჩეს, თუკი მას სურს ისეთ მწვავე პრობლემებთან გამკლავება, როგორებიცაა ტერორიზმი, კლიმატური ცვლილებები, და ეკონომიკური უთანასწორობა. ამასთან, ობამას განცხადებით, მოვიდა დრო ბოლო მოეღოს ატომური იარაღით შექმნილ საფრთხეებს. [ობამას ხმა]: ”დადგა დრო კონტროლს დაექვემდებაროს ყველა უკონტროლო ატომური მასალა, შეწყდეს ბირთვული იარაღის გავრცელება, და შემცირდეს სხვა ეპოქის არსენალი. დადგა დრო ვიმუშაოთ მშვიდობის დამყარებაზე მსოფლიოში, რომელიც ატომური იარაღის გარეშე იარსებებს.” ობამამ ევროპას მოუწოდა, გაზარდოს ავღანეთში გაგზავნილი სამხედროების რაოდენობა და დაფინანსება თალიბანის და ალ-ყაიდის დასამარცხებლად. მისი თქმით, შეერთებული შტატები ამ ამოცანას მარტო ვერ გაუმკლავდება. სიტყვით გამოსვლამდე, ობამა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა. პარასკევს ობამა პარიზში ჩავა, შაბათს კი ლონდონს ესტუმრება - რის შემდეგაც პრეზიდენტობის კანდიდატი შეერთებულ შტატებში დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG