Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება,

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება,
რომლითაც გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივნის შუალედურ მოხსენებას აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ. განცხადება ბან კი მუნის ანგარიშს ”საკმაოდ ვრცელს და დეტალურს” უწოდებს და აცხადებს, რომ დოკუმენტში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია კონფლიქტის რეგიონში დაძაბულობის ზრდაზე და შექმნილი ვითარების მიზეზებზე - მათ შორის, რუსეთის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე. საქართველოს საგარეო უწყება გავრცელებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მხარის მზადყოფნას, ნაყოფიერად ითანამშრომლოს გაეროსთან, კერძოდ გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფთან და გაეროს დამკვირვებელთა მისიასთან.
XS
SM
MD
LG