Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მავრიტანიაში სამხედრო გადატრიალება მოხდა.


მავრიტანიაში სამხედრო გადატრიალება მოხდა.

მავრიტანიაში სამხედრო გადატრიალება მოხდა.
ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის ამ ქვეყანაში გამოცხადდა ახალი მმართველი ხუნტა, რომელსაც სათავეში მოექცა პრეზიდენტის დაცვის მეთაური - გენერალი მოჰამედ ულდ აბდელ აზიზი. მავრიტანიის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებული განცხადებით, გენერალი “სახელმწიფო საბჭოს” უხელმძღვანელებს. მანამდე ჯარისკაცებმა კონტროლი დაამყარეს პრეზიდენტის სასახლეზე მავრიტანიის დედაქალაქ ნუაქშოტში და დააკავეს თვით პრეზიდენტი, სიდი მოჰამედ ულდ შეიხ აბდალაჰი. პუტჩი მოეწყო მას შემდეგ, რაც თანამდებობებიდან მოხსნეს მაღალი რანგის რამდენიმე სამხედრო პირი.
XS
SM
MD
LG