Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულმა ავიაციამ დღეს გამთენიისას თბილისის


რუსულმა ავიაციამ დღეს გამთენიისას თბილისის ზღვასთან მდებარე საქაერონავიგაციის რადარი დაბომბა.

რუსულმა ავიაციამ დღეს გამთენიისას თბილისის ზღვასთან მდებარე საქაერონავიგაციის რადარი დაბომბა.
რადარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხო ფრენების განხორციელებას უზრუნველყოფდა. მსხვერპლი არ არის. ოპერატორები, რომლებიც რადარის პულტს მართვადნენ, აცხადებენ, რომ რუსული თვითმფრინავები საქართველოში აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან შეფრინდნენ. რაკეტა პირდაპირ რადარს მოხვდა. რუსულმა ბომბდამშენებმა 4:30 საათზე იერიში თბილისზე მიიტანეს. პირველი ჭურვი დედაქალაქის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში მახათას მთაზე ჩამოვარდა. რამდენიმე წუთში რუსულმა ბომბდამშენებმა ჭურვები ჩამოყარეს დაუსახლებელ ტერიტორიაზე სოფელ ლილოში. იუწყებიან აგრეთვე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სამინისტრო არ ადასტურებს კოჯრის ბრიგადის დაბობვის ფაქტს.
XS
SM
MD
LG