Accessibility links

logo-print

თბილისში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის


თბილისში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის ქვეყნების სულ უფრო მეტი წარმომადგენელი ჩადის.

თბილისში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის ქვეყნების სულ უფრო მეტი წარმომადგენელი ჩადის.
დღეს საქართველოს ეწვია ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. თბილისის სერთაშორისო არტოპორტიდან ტერი დევისი საქართველოს საგარეო უწყებაში გაემგზავრა. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში მიმდინარე მოვლენებით სეშფოთებულია და დაუყოვნებლივ მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას. ევროსაბჭოს გენმდივანთან ერთად დღეს თბილისში ჩავიდა შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი. დღეს დაიწყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზას ვიზიტიც.
XS
SM
MD
LG