Accessibility links

დმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი მხარს


დმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი მხარს დაუჭერს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პოზიციებს

დმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი მხარს დაუჭერს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პოზიციებს
მათი მომავალი სტატუსის განსაზღვრისას. რუსეთის პრეზიდენტი დღეს კრელში შეხვდა ორივე სეპარატისტული რეგიონის ლიდერებს. მედვედევის განცხადებით: [მედვედევის ხმა] “ჩვენ მხარს დავუჭერთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხები - გაეროს წესდების, 1966 წლის საერთაშორისო კონვენციებისა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შესახებ ჰელსინკის აქტის შესაბამისად. და ჩვენ არა მარტო მხარს დავუჭერთ ამ გადაწყვეტილებებს, არამედ ვიზრუნებთ მათს გარანტირებაზე როგორც კავკასიაში, ისე მთელს მსოფლიოში”. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა კი ჟურნალისტებთან საუბარში გამოთქვა შეფასება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი “მოკვდა”. ლავროვს ვერ წარმოუდგენია “სამხრეთ ოსების და აფხაზების დაყოლიება საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში დაბრუნებაზე”.
XS
SM
MD
LG