Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სახელმწიფო


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას ამცნო რუსეთის მოქალაქეებს,

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას ამცნო რუსეთის მოქალაქეებს,

რომ მან ხელი მოაწერა ბრძანებულებას საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ოფიციალური აღიარების შესახებ. მან თქვა, რომ ითვალისწინებს რა ოსი და აფხაზი ხალხების ნების გამოხატვას, ასევე ხელმძღვანელობს რა გაეროს ქარტიით და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მან ხელი მოაწერა ბრაძანებულებას. დმიტრი მედვედევმა ოდნავ მოგვიანებით თქვა, რომ მის ქვეყანას არ ეშინია ახალი ცივი ომისა, მაგრამ არც სურს ის. მისივე თქმით, თუკი დასავლეთს სურს რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, ის გაიგებს, რა იყო მოსკოვის ამ გადაწყვეტილების მიღმა, როცა აღიარა ორი რეგინის დამოუკიდებლობა.

XS
SM
MD
LG