Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის


საქართველოს მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის გამო,

საქართველოს მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის გამო,
დღეიდან თბილისში აღარ მუშაობს რუსეთის საელჩო, მოსკოვში კი - საქართველოსი. ამასთან, მუშაობას განაგრძობენ საკონსულოები. თბილისში რუსეთის ფედერაციის საკონსულო განყოფილება ამჟამად განიხილავს მხოლოდ იმ დოკუმენტებს, რომელიც 2 სექტემბრამდე მიიღო. დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა, რომ ამჟამად მოსკოვი მსჯელობს იმ საერთაშორისო-სამართლებრივ ზომებზე, რომლითაც საქართველოს მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტას უნდა უპასუხოს.
XS
SM
MD
LG