Accessibility links

საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი ტერი


საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი ტერი ჰაკალა დღეს ცხინვალში

საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი ტერი ჰაკალა დღეს ცხინვალში
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. ჰაკალას განცხადებით, მან და ლავროვმა რეგიონში ეუთოს სამხედრო დამკვირვებლების გადაადგილებაზე, ეუთოს მისიის გადაადგილების თავისუფლებაზე, და ცხინვალში ეუთოს მისიის ოფისის აღდგენაზე ისაუბრეს. ჰაკალას თქმით, ლავროვთან საუბარში მან ხაზი გაუსვა სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას, და ჰუმანიტარული ტვირთის რაც შეიძლება სწრაფად დარიგების საჭიროებას. სერგეი ლავროვი დღეს სამხრეთი ოსეთის სეპარატისტ ლიდერს, ედუარდ კოკოითისაც შეხვდა, და რეგიონს გარანტია მისცა, რომ ეუთოში არცერთი ამ რეგიონთან დაკავშირებული საკითხი არ განიხილება ცხინვალის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე. საერთაშორისო დისკუსიებში ჩართვის ანალოგიური პირობა მისცა მან სოხუმსაც. ეუთოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ამ საკითხებზე საუბარი არ არის.
XS
SM
MD
LG