Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მიერ აღიარებულ აფხაზეთსა და


მოსკოვის მიერ აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზები შეიქმნება,

მოსკოვის მიერ აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზები შეიქმნება,

- ამის შესახებ ამჯერად, ფედერაციის საბჭოში გამოსვლისას განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სერგეი ლავროვის თქმით, იმას, რაც ამ ორ რესპუბლიკაში ხდება სამშვიდობო საქმიანობასთან არანაირი კავშირი აღარ აქვს, ამიტომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართვების საფუძველზე იქ რუსეთის სამხედრო კონტინგენტი განლაგდება. ლავროვის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად დანაპირებისა, რომ ამ რესპუბლიკების წინააღმდეგ ძალას აღარ გამოიყენებს, კვლავ ამტკიცებს, რომ ისინი საქართველოს შემადგენლობაში უნდა იყვნენ. სერგეი ლავროვის თქმით, ზოგიერთი უცხოელი მოკავშირე, საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფების მომზადებას გეგმავს.
XS
SM
MD
LG