Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ლონდონში


დღეს ლონდონში გაიმართა ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, რომლის მთავარი საკითხები გახლდათ რუსეთი, საქართველო და ავღანეთი.



როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა თქვა შეხვედრაზე, აგვისტოს კრიზისისგან დამოუკიდებლად ნატო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას.

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების არაოფიციალური შეხვედრის შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა გაიმეორა, რომ ნატო სოლიდარობას უცხადებს თბილისს:

[სხეფერის ხმა] "აგვისტოს კრიზისი, ცხადია, ძალზე სერიოზული მოვლენაა, მაგრამ მას საერთო არაფერი აქვს იმასთან, დაეხმარება თუ არა ნატო საქართველოს. ნატო, როგორც ეს ჩვენი ვიზიტით დავადასტურეთ, სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას."

სხეფერმა აღნიშნა, რომ საქართველოში შექმნილი ვითარების სამხედრო გზით გადაწყვეტა შეუძლებელია და რომ ნატო - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მისი სეპარატისტული რეგიონები აღიარა და იქ ჯარი ჰყავს შეყვანილი - განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას.

გენერალური მდივნის ეს სიტყვები შესაძლოა მინიშნება იყოს იმათთვის, ვინც ფიქრობს, რომ მოუგვარებელი კონფლიქტების პირობებში საქართველო ვერ შეძლებს ალიანსთან დაახლოებას.

[სხეფერის ხმა] "უნდა გამოინახოს ამ პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტისა და მისგან გამოსვლის გზები. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მხარე უნდა წავიდეს დათმობებზე. არ შეიძლება სამხედრო გზით მისი გადაწყვეტა. საქართველოს ტერიტორიის ორი ნაწილი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - ცნეს რუსეთმა, ნიკარაგუამ და ჰამასმა, იქ რუსეთის ჯარები იმყოფებიან, მაგრამ ნატო-საქართველოს ურთიერთობები მომავალშიც განვითარდება."

რას ნიშნავს ურთიერთობების განვითარება, სხეფერს არ დაუკონკრეტებია. მან თავი აარიდან იმაზე საუბარს, თუ როდის და რა სახის დახმარებას აღმოუჩენს ნატო საქართველოს.

[სხეფერის ხმა] "საქართველოში ნატოს დელეგაცია იმყოფებოდა. ჩვენ ახლა ვარკვევთ, როგორ და რა სფეროში შეგვიძლია საქართველოს დახმარება. ასე რომ, ჯერჯერობით ცოტა ნაადრევია იმის თქმა, ცოტა ნაადრევია საქართველოსთვის ნატოს კონკრეტული დახმარების შესახებ კითხვას ვუპასუხოთ ჰო ან არა. მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ამის გაკეთებას. ამის თაობაზე არავითარი ეჭვი არ შეიძლება არსებობდეს. ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიმყოფებით გადაწყვეტილების მიღების ფაზაში."

ნატოს შეხვედრის პარალელურად ლონდონში შედგა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნის შეხვედრა მის ქართველ კოლეგასთან, ლადო გურგენიძესთან. ბრაუნმა ძლიერი მხარდაჭერა აღუთქვა მას. "ჩვენ მას ვუთხარით, რომ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს ფინანსურ და ეკონომიკურ დახმარებას აღმოვუჩენთ და სხვა ქვეყნებსაც მოვუწოდებთ, რომ იგივე გააკეთონო", თქვა ბრაუნმა შეხვედრის შემდეგ.

მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, გერმანიას და ნატოს წევრ რამდენიმე სხვა ქვეყანას გადაწყვეტილი აქვთ, წინ აღუდგნენ შეერთებული შტატების მცდელობას, რომელიც ითვალწინებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე დაყენებას მიმდინარე წელს.

ლონდონის შეხვედრის მეორე მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ ავღანეთი. საკითხი უკანასკნელ ხანებში სულ უფრო აქტუალური ხდება დასავლეთისთვის და, როგორც შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ნათელყო, ვაშინგტონი ავღანეთში თავისი სტრატეგიის შეცვლაზე ფიქრობს, ვინაიდან შეერთებული შტატების ხელისუფლება სულ უფრო ხშირად სვამს კითხვას, იმარჯვებს თუ არა ამერიკა ავღანეთში.

ავღანეთთან დაკავშირებით ლონდონის შეხვედრაზე არავითარი შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, თუმცა იყო იმის მცდელობა, რომ გზა შეემზადებინათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც გაზაფხულზე იქნება მიღებული.


:
გეიტსის ხმა 1708 "სიტყვას გაძლევთ, რომ ყოველ ღონეს ვიხმართ ახალი და უკეთესი გზების გამოსაძებნად, რათა დავამარცხოთ ჩვენი საერთო მტრები და ამავე დროს დავიცვათ ავაღანეთის კეთილი ხალხი."

ავღანეთთან დაკავშირებით

ეს განცხადება გეიტსმა გააკეთა ქაბულში, საიდანაც გაემგზავრა ლონდონის შეხვედრაზე.
გასულ კვირაში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტატების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა მაიკ მალენმა, განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, რომ შეერთებული შტატები ავღანეთში იმარჯვებს.
გეიტსმა არ დაადასტურა მალენის შეფასება, მან უბრალოდ თქვა, რომ ავღანეთში რთული ვითარებაა. მაგრამ ამავე დროს ნათელყო, რომ ბუშის ადმიანისტრაციაში მსჯელობენ იმაზე, თუ რა ცვლილებებია საჭირო ავღანეთში სტრატეგიის შესაცვლელად მაშინ, როცა იქ იზრდება შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების ჯარებს შორის მსხვერპლი. ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა შესაძლო ცვლილებებს განიხილავენ ვაშინგტონში.
როგორც შეერთებული შტატების ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელმა თქვა, ამერიკის ადმინისტრაცია რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. მათ შორის ნატოს საბრძოლო ქვედანაყოფების როლის შემცირებას მაშინ, როცა შეერთებული შტატები ავღანეთში უფრო მეტი საკუთარი ჯარების განთავსებას გეგმავს. საუბარია აგრეთვე იმაზე, რომ პენტაგონმა შეიძლება ავღანეთში განთავსებული ნატოს ჯარების ერთპიროვნული მეთაურობა გადაიბაროს. საკითხავია, რამდენად დათანხმდებიან ამას მისი მოკავშირეები.
ლონდონის შეხვედრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა გახლავთ რუსეთთან ნატოს დამოკიდებულება საქართველოში განხორციელებული აგრესიის შემდეგ.
18 სექტემბერს რობერტ გეიტსმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა ისაუბრეს. სხეფერის თქმით, რუსეთთან ურთიერთობაში არ ის არ მოელის 180 გრადუსით შემობრუნებას. მან თქვა, რომ საქართველოს კონფლიქტის მოგვარება ვერ მოხერხდება, თუკი რუსეთის დასჯას შევეცდებითო. ამავე დროს ის ნატოში საქართველოს გაწევრიანების იმედებსაც შეეხო:
სხეფერის ხმა 1665 "ჩემის აზრით, საქართველომ დიდი წინსვლა გააკეთა, საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა ნატოს მიმართულებით. გასაკეთებელი კიდევ ბევრია. და ეს ნიშნავს, რომ პროცესი ენერგიულად უნდა გაგრძელდეს და ბოლომდე იქნეს მიყვანილი მიუხედავად ძალზე რთული ვითარებისა."
თავის მხრივ, ლონდონის შეხვედრის წინ გეიტსმა მოუწოდა ნატოს, თავი აარიდოს პროვოკაციას რუსეთის მიმართ ქმედებებში. მისი თქმით, ნატოს წევრებს შორის შეშფოთებას იწვევს პირველ რიგში ზეწოლა და შეურაცხყოფა და არა რუსეთის მხრიდან რეალური სამხედრო მოქმედებების საფრთხე.
ამავე დროს გეიტსმა "სკაი ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნატო პირველ რიგში სამხედრო ალიანსია და საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებისგან უკან არ უნდა დაიხიოს.

"მე ყოველთვის დიდი მხარდამჭერი ვიყავი შეხედულებისა, რომ ნატო სამხედრო ალიანსია, ის არ არის სადისკუსიო კლუბი და მეხუთე მუხლი ნიშნავს სწორედ იმას, რაც მასში წერია. არის ვალდებულება, დავეხმაროთ ჩვენს მოკავშირეებს, თუკი მათ თავს დაესხმიან."
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუკი საქართველო ნატოს წევრი გახდება და რუსეთის მხრიდან კვლავ განიცდის აგრესიას, იმოქმედებს თუ არა ნატო წესდების მეხუთე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ძალის გამოყენებას მისი ერთ-ერთი წევრის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, გეიტსმა არაორაზროვნად დასძინა, დიახ, ჩვენს ვალდებულებებს შევასრულებთო.
ხმა!!!
პარასკევს დიდმა ბრიტანეთმა სრული მხარდაჭერა გამოუთქვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და პირობა დადო, რომ ფინანსურ დახმარებას გაუწევს რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ ქვეყანას.
ამის თაობაზე განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა გააკეთა თავის ქართველ კოლეგასთან, ლადო გურგენიძესთან შეხვედრის შემდეგ.
ამასობაში რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გაიმეორა ბრალდება, რომ ნატომ მოახდინა რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის პროვოცირება.
XS
SM
MD
LG