Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია საქართველოში, ხავიერ


ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია საქართველოში, ხავიერ სოლანას განცხადებით, უპრობლემოდ დაიწყო

ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია საქართველოში, ხავიერ სოლანას განცხადებით, უპრობლემოდ დაიწყო
- რუსმა სამხედროებმა მეთვალყურეებს ბუფერულ ზონებში შესვლის უფლება მისცეს. ამასთან, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერ ხავიერ სოლანას პრეს-მდივანმა, კრისტინა გალახმა, ნაკლებად საყურადღებოდ წარმოსახა გავრცელებული ინფორმაცია, რომ დღეს დილას ევროკავშირის მეთვალყურეებს მოუწიათ რუს ჯარსიკაცებთან მოლაპარაკება ბუფერულ ზონებში შესაღწევად. ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთის ჯარების 10 ოქტომბრამდე გასვლას საქართველოს ტერიტორიიდან - გარდა სეპარატისტული რეგიონებისა. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთი შეასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.
XS
SM
MD
LG