Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მაჩვენებლებს დღეს


ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მაჩვენებლებს დღეს ზომიერი გაუმჯობესება დაეტყო,

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მაჩვენებლებს დღეს ზომიერი გაუმჯობესება დაეტყო,
რაც მიჩნეულია იმის ნიშნად, რომ იკლო შიშმა, რომელმაც ორშაბათს მასშტაბური ვარდნა გამოიწვია მთელი მსოფლიოს ბირჟებზე. ცნობების თანახმად, ინვესტორები გამხნევებული არიან ფედერალური რეზერვის გეგმით, ვალები შეისყიდოს კომპანიებისაგან. უოლ სტრიტის გაძლიერება ირეკლავს დღესვე უფრო ადრე ევროპის ბირჟებზე გამოკვეთილ, ზომიერი გაუმჯობესების ტენდენციას. თუმცა ევროპულ ბირჟებზე მაჩვენებლები მოგვიანებით ისევ დაეცა. ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გაზრდიან ევროკავშირის მინიმალური საბანკო დეპოზიტის გარანტიას 68 000 დოლარამდე, რაც სამჯერ აღემატება ამჟამინდელ მაჩვენებელს.
XS
SM
MD
LG