Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც


ინდოეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც შეერთებული შტატების კომპანიებს უფლებას აძლევს,

ინდოეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც შეერთებული შტატების კომპანიებს უფლებას აძლევს,
ინდოეთს მიჰყიდონ ბირთვული საწვავი, ტექნოლოგია და რეაქტორები. ხელშეკრულებას პარასკევს მოეწერა ხელი ვაშინგტონში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პრანაბ მუხერჯის შორის. ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები რამდენიმე წლის მანძილზე მიმდინარეობდა. ის აუქმებს ინდოეთთან ბირთვულ სფეროში ვაჭრობის აკრძალვას, რომელიც შეერთებულმა შტატებმა სამი ათეული წლის წინათ შემოიღო ინდოეთის მიერ 1974 წელს პირველი ბირთვული გამოცდის ჩატარების შემდეგ. ამ ხელშეკრულებამ ამერიკის კომპანიებს მილიარდობით დოლარის მოგება შეიძლება მოუტანოს. ხელშეკრულების თანახმად, ინდოეთი გაეროს ინსპექტორებს დაუშვებს სამოქალაქო ბირთვულ ობიექტებზე.
XS
SM
MD
LG