Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით,

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით,
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მოსკოვმა ზნეობრივი, სამართლებრივი და პრაგმატული მოსაზრებებით აღიარა - ეს განცხადება ლავროვმა დღეს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, დიპლომატთა კონფერენციაზე გააკეთა. ლავროვის თქმით, აფხაზი და ოსი ხალხების გადარჩენისა და უსაფრთხოებისთვის რუსეთი ცდილობს, მიაღწიოს ვითარების სტაბილიზებას და - სარკოზის გეგმის შესაბამისად - ძალის გამოუყენებლობის გარანტირებას. როგორც რუსმა მინისტრმა აღნიშნა, 18 ნოემბერს, ჟენევაში, მოსკოვი წარმოადგენს კონკრეტულ წინადადებებს კავკასიის უსაფრთხოების საკითხზე, რაც, ლავროვის თქმით, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მილიტარიზაციის შეწყვეტას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG