Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში შეიკრიბა შიიტი სასულიერო პირის


ბაღდადში შეიკრიბა შიიტი სასულიერო პირის, მოყტადა ალ სადრის ათასობით მომხრე

ბაღდადში შეიკრიბა შიიტი სასულიერო პირის, მოყტადა ალ სადრის ათასობით მომხრე
ერაყში ამერიკელი სამხედროების ყოფნის წინაღამდეგ პროტესტის გამოსათქმელად. მიმართვაში, რომელიც ალ სადრის თანაშემწემ წაიკითხა, ალ სადრი ერაყის პარლამენტს მოუწოდებს, უარყოს ამერიკა-ერაყის უსაფრთხოების პაქტი, რომელიც უშვებს ერაყში ამერიკელი სამხედროების დარჩენას დამატებით, სულ ცოტა, 3 წლით. თვეების მანძილზე მოლაპარაკების შემდეგ, აშშ-ის და ერაყის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ახალი დოკუმენტი ჩაენაცვლება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც დაშვებულად აცხადებს ერაყში ამერიკელის სამხედროების ყოფნას ამა წლის ბოლომდე.
შიიტების საპროტესტო აქციამ ბაღდადში, როგორც იუწყებიან, მშვიდობიანად ჩაიარა.
XS
SM
MD
LG