Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ამ


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ამ პოსტზე თავის მემკვიდრეს ბარაკ ობამას დაპირდა,

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ამ პოსტზე თავის მემკვიდრეს ბარაკ ობამას დაპირდა,
რომ მას სწრაფად და უმტკივნეულოდ გადაულოცავს ხელისუფლებას. ბუშის თქმით, ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები ვერ მოიცდიან, ვიდრე ახალი პრეზიდენტი თეთრ სახლს შეეჩვევა. ბუშმა თავის კაბინეტს უბრძანა, ობამას გუნდს სისტემატურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ - ეკონომიკით დაწყებული და ერაყში ომით დამთავრებული.
დღეს ბარაკ ობამას აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ობამა 20 იანვარს შეუდგება.
XS
SM
MD
LG