Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული ბარაკ ობამა


აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული ბარაკ ობამა ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული ბარაკ ობამა ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
ობამას ოფისის განცხადებით, ეს საუბარი მოჰყვა წინა სატელეფონო კონტაქტს, როცა სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ბარაკ ობამას. ორშაბათს სააკაშვილისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად არჩეული ჯოზეფ ბაიდენის სატელეფონო საუბარიც შედგა. ამავე საუბრებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ ობამამ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრისას უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყურადღება გაამახვილა რეფორმების გაგრძელებაზე. ამავე წყაროს ინფორმაციით, ბარაკ ობამამ იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ახლო მომავალში შეხვდება.
XS
SM
MD
LG