Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდგომარეობა კვლავინდებურად


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდგომარეობა კვლავინდებურად მძიმეა.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდგომარეობა კვლავინდებურად მძიმეა.
ცოტა ხნის წინ ცეცხლი გაიხსნა გორის რაიონის სოფელ მერეთის მიმართულებით. სეპარატისტების ერთ-ერთი დაჯგუფების წევრები ამ სოფელთან საკმაოდ ახლოს იმყოფებოდნენ, საიდანაც სროლა დაიწყეს. საქართველოს საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, სოფელში საქართველოს პოლიციის ავტომანქანაც გადაადგილდებოდა და საპასუხო სროლის შედეგად გარდაცვლილია ოსი ეროვნების შეიარაღებული თავდამსხმელი. მისი ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ შეიარაღებული ოსი ფორმიანი პირები სისტემატურად გადაადგილდებიან სოფელთან ახლოს, ამ დროისათვის ოსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამავე ინციდენტზე სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მძიმედ დაიჭრა ამ ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი. სეპარატისტული მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობით, ქართულ სოფელ მერეთიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად. ამ ცნობაზე ქართული მხარის კომენტარი ჯერ არ არის ცნობილი.
XS
SM
MD
LG