Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურა


საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურა,

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურა,
რომ მიიღო ოფიციალური წერილი, რომელშიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 2014 წლის ოლიმპიადის სოჭიდან უსაფრთხო ადგილას გადატანას ითხოვს. ეროვნული კომიტეტის განმარტებით, საქართველო სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს არ უცხადებს, თუმცა, ეს ქალაქი საშიშ ადგილად მიაჩნია. ამ საკითხს საქართველოს დელეგაცია დასვამს სტამბოლში, სადაც ხვალ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური ასამბლეის სესია დაიწყება. სოჭს ოლიმპიადისთვის მოუმზადებლად მიიჩნევენ ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში, რომლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 2014 წლის ოლიმპიადის ჩასატარებლად კვლავ მზად არის. სოჭისადმი არსებულ პრეტენზიებს უსაფუძვლო უწოდა დღეს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა დიმიტრი ჩერნიშენკომ.
XS
SM
MD
LG