Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანჰომან სინგჰმა განაცხადა


ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანჰომან სინგჰმა განაცხადა, რომ ნებისმიერ შესაძლო ზომას მიმართავს ბომბეის

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანჰომან სინგჰმა განაცხადა, რომ ნებისმიერ შესაძლო ზომას მიმართავს ბომბეის
ტერაქტებისთვის პასუხისმგებელთა დასასჯელად. სინგჰმა სატელევიზიო გამოსვლაში მოუწოდა ინდოელებს, ერთიანობა შეინარჩუნონ კოორდინირებული თავდასხების შემდეგ, რომლებსაც 101 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 300 დაიჭრა. მანამდე ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ ბომბეის ერთ-ერთ სასტუმროში დასრულდა მძევლების აყვანასთან დაკავშირებული კრიზისი. მაგრამ ვარაუდობენ, რომ შეიარაღებულ პირებს ჯერაც დაკავებული ჰყავთ მძევლები სასტუმრო "ობეროი ტრიდენტში". ოთხშაბათს თავდამსხმელებმა ტერაქტები განახორციელეს ორ სასტუმროზე, რკინიგზის სადგურზე და საავადმყოფოზე. ისინი ავტომატური იარაღით და ყუმბარებით იყვნენ შეიარაღებული.

XS
SM
MD
LG