Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი დღეს შეხვდა დანიის


საქართველოს პრეზიდენტი დღეს შეხვდა დანიის პრემიერ-მინისტრ ანდერს ფოგ რასმუსენს,

საქართველოს პრეზიდენტი დღეს შეხვდა დანიის პრემიერ-მინისტრ ანდერს ფოგ რასმუსენს,
რის შემდეგაც ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა. მასზე დანიის პრემიერ-მინისტრმა მხარდაჭერა გამოუცხადა ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანებას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ანდერს რასმუსენის შეფასებით, ქართული მხარის პროვოკაციის შემთხვევაშიც კი, რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და ინტერვენცია გაუმართლებელი იყო. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეს-კონფერენციაზე რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, ეროსი კიწმარიშვილის განცხადებას, თითქოს საქართველოს ხელისუფლების ზოგ წარმომადგენელს ჰქონდა გავრცელებული არასწორი ინფორმაცია, რომ თბილისს აშშ-გან "მწვანე შუქი ჰქონდა" ანთებული სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დასაწყებად. პრეზიდენტმა კიწმარიშვილის ამ განცხადებას "სრული სისულელე" უწოდა. კიწმარიშვილი, მისი თქმით, არ მონაწილეობდა რაიმე სტრატეგიულ ან სამხედრო განხილვაში, რაც მისი ელჩობის პერიოდში ხელისუფლებაში იმართებოდა.
XS
SM
MD
LG