Accessibility links

logo-print

თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის არ


თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის არ შეუერთდება თურქ ინტელექტუალებს,

თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის არ შეუერთდება თურქ ინტელექტუალებს,
რომლებმაც ორშაბათს ინტერნეტით გავრცელებულ განცხადებაში ბოდიში მოიხადეს თურქეთში პირველი მსოფლიო ომის დროს სომხების ხოცვა-ჟლეტის გამო. პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებით, “თუ საქმე დანაშაულს ეხება, ბოდიში უნდა მოიხადოს იმან, ვინც ის ჩაიდინა”, თურქეთს კი საქმე საამისოდ არა აქვს, აცხადებს ერდოანი. ის გამოთქვამს აგრეთვე შეფასებას, რომ ასეთი ბოდიში გაუარესებით ემუქრება სომხეთ-თურქეთის ბოლოხანს გაუმჯობესებულ ურთიერთობას. განცხადებას, რომლითაც ბოდიშს იხდიან თურქეთში ეთნიკური სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გამო, 200-მდე თურქი ინტელექტუალი შეუერთდა.
XS
SM
MD
LG