Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ჯარებსა და პალესტინელ მეამბოხეთა


ისრაელის ჯარებსა და პალესტინელ მეამბოხეთა შორის შეტაკებები მოხდა ღაზის სექტორში.

ისრაელის ჯარებსა და პალესტინელ მეამბოხეთა შორის შეტაკებები მოხდა ღაზის სექტორში.
დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" ექსტრემისტებმა ორჯერ გაუხსნეს სარაკეტო ცეცხლი ისრაელის ტერიტორიას. ერთი რაკეტა სახლს მოხვდა ქალაქ სდეროტთან. მსუბუქად დაიჭრა ერთი ადამიანი. საპასუხოდ ისრაელის ავიაციამ დარტყმა მიაყენა პალესტინელთა სარაკეტო დანადგარებს ღაზის სექტორის ჩრდილოეთში. მეამბოხეთა შორის მსხვერპლზე ცნობები არ არის. ამასობაში ისრაელის პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ციპი ლივნიმ განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობის სტრატეგიული მიზანი იქნება ჰამასის რეჟიმის დამხობა სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური გზებით. მისი მთავარი კონკურენტი, ბენიამინ ნეტანიაჰუც გამოვიდა მოწოდებით, უფრო აქტიურად შეუტიონ ჰამასს.

XS
SM
MD
LG