Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს მისიის მანდატის შეწყვეტის გამო


ეუთოს მისიის მანდატის შეწყვეტის გამო, სინანული გამოხატეს აშშ-ის ადმინისტრაციამ და ევროკავშირმაც.

ეუთოს მისიის მანდატის შეწყვეტის გამო, სინანული გამოხატეს აშშ-ის ადმინისტრაციამ და ევროკავშირმაც.
ამასთან, ევროპის კავშირმა ეუთოს წევრებს კვლავ მოუწოდა კონსტრუქციულობისკენ, რათა ორგანიზაციამ საკუთარი მისიის შესრულება საქართველოში მომავალ წელსაც შესძლოს. რუსეთის წინააღმდეგობის გამო ეუთოს მისიის შეწყვეტას გაუმართლებელი უწოდა აშშ-ის ადმინისტრაციამ. სახელწმიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის შონ მაკკორმაკის განცხადებით, ვაშინგტონი მოსკოვს მოუწოდებს, ეუთოს დანარჩენ წევრებს შეუერთდეს და ორგანიზაციის მისიას რეგიონში მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულების საშუალება მისცეს. საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს კვლავ განაცხადა, რომ საქართველოში ეუთოს ამჟამინდელი მანდატი იურიდიული თვალსაზრისით ვეღარ იარსებებს.
XS
SM
MD
LG