Accessibility links

ისრაელმა დღეს ხელახლა გახსნა სატრანსპორტო


ისრაელმა დღეს ხელახლა გახსნა სატრანსპორტო მიმოსვლა ღაზის სექტორთან.

ისრაელმა დღეს ხელახლა გახსნა სატრანსპორტო მიმოსვლა ღაზის სექტორთან.

გუშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა "უკანასკნელი გაფრთხილება" გამოთქვა პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფება "ჰამასისადმი", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს. როგორც ოლმერტმა განაცხადა, თუ "ჰამასი" განაგრძობს ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშებს, მას ეს ძვირად დაუჯდება. ისრაელის თავდაცვის მინისტრის ეჰუდ ბარაკის თქმით, ღაზის სექტორთან დამაკავშირებელი საკონტროლო-გამშვები საგუშაგოების გახსნის განკარგულება მან იმიტომ გასცა, რომ შესაძლებელი გახდეს ღაზის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.
XS
SM
MD
LG