Accessibility links

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ


მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ რამალაში, ათასობით პალესტინელმა

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ რამალაში, ათასობით პალესტინელმა
გამართა საპროტესტო დემონსტრაცია, რომელიც მიმართული იყო ღაზის სექტორში ისრაელის მიერ წარმოებული იერიშის წინააღმდეგ. ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას უკვე 420-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ორი ათასზე მეტი ადამიანი. დღეს "ჰამასმა" განაცხადა, რომ შურს იძიებს ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ნიზარ რაიანის მკვლელობისთვის. რაიანი 1 იანვარს, ისრაელის საჰაერო იერიშისას დაიღუპა. ისრაელის იერიშების საპასუხოდ ჰამასი განგრძობს ღაზიდან ისრაელის ტერიტორიების სარაკეტო დაბომბვას, რასაც სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან ოთხი ისრაელი პირი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG