Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინა დასავლეთ ევროპისთვის განკუთვნილი


რუსეთმა უკრაინა დასავლეთ ევროპისთვის განკუთვნილი გაზის მოპარვაში დაადანაშაულა.

რუსეთმა უკრაინა დასავლეთ ევროპისთვის განკუთვნილი გაზის მოპარვაში დაადანაშაულა.
ეს ბრალდება გამოთქვა სახელმწიფო კომპანია "გაზპრომის" პრესმდივანმა სერგეი კუპრიანოვმა. უკრაინამ ეს ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ რუსეთიდან ევროპაში ტრანზიტისთვის საკმარისი გაზი არ მოედინება. დღესვე ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარემ, ჩეხეთის რესპუბლიკამ, განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის გაზის თაობაზე წარმოშობილ დავაში არ ჩაერევა მანამ, სანამ ის გავლენას არ მოახდენს ევროპისთვის გაზის მიწოდებაზე. რუსეთის გაზის დიდ ნაწილს ევროპა უკრაინის გავლით იღებს. ამასობაში პოლონეთის სახელმწიფო გაზგამანაწილებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ პოლონეთის განკუთვნილი რუსეთის გაზის მოცულობა დღეს ექვსი პროცენტით დაეცა. კიდევ უფრო მეტად შემცირდა რუსეთის გაზის მიწოდება რუმინეთისთვის. ამ ქვეყნის მილსადენების ოპერატორ "ტრანსგაზის" განცხადებით, რუსეთის გაზის მოცულობამ 30-40 პროცენტით იკლო. ამ კვირაში უშედეგოდ დასრულდა კიევისა და მოსკოვის მოლაპარაკება და ახალი წლიდან რუსეთმა უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. უკრაინა მზადაა, ათას კუბურ მეტრ გაზში 201 დოლარი გადაიხადოს, რუსეთი კი 250 დოლარს ითხოვდა. დღეს კი გაზპრომის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას ამიერიდან უკვე იმავე ფასს მოსთხოვს, რასაც იხდიან ევროპელები, ანუ 418 დოლარს.
XS
SM
MD
LG