Accessibility links

logo-print

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება


დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ახალ წელს სამხრეთ ავღანეთში

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ახალ წელს სამხრეთ ავღანეთში
ბრიტანელი ჯარისკაცი იქნა მოკლული თალიბანის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. ჯარისკაცი, რომელიც ქვეითთა მეექვსე ბატალიონში მსახურობდა, ჰელმანდის პროვინციაში პატრულირებისას დაიღუპა. ეს დიდი ბრიტანეთის 138-ე სამხედროა, რომელიც ავღანეთში დაიღუპა მას მერე, რაც ქვეყანაში 2001 წელს საერთაშორისო კოალიციის ჯარები შევიდნენ თალიბანის რეჟიმის დასამხობად. უკანასკნელი რვა დღის მანძილზე ავღანეთში დიდი ბრიტანეთის სამი ჯარისკაცი იქნა მოკლული.
XS
SM
MD
LG