Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ეუთოს მისია, რომლის მანდატი


საქართველოში ეუთოს მისია, რომლის მანდატი რუსეთის წინააღმდეგობის გამო, 1 იანვრიდან შეწყდა,

საქართველოში ეუთოს მისია, რომლის მანდატი რუსეთის წინააღმდეგობის გამო, 1 იანვრიდან შეწყდა,
თებერვლის შუა რიცხვებამდე ქვეყანაში 20 მეთვალყურეს დატოვებს. ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციამ იმით ახსნა, რომ აგვისტოს ომის შემდგომი ვითარება მოუგვარებელია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ მოსკოვი საქართველოში ეუთოს მისიის არსებობას არ ეწინააღმდეგება, თუმცა, მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი მისია სამხრეთ ოსეთშიც უნდა არსებობდეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის გამართლების მცდელობა უწოდა. მისი განცხადებით, რუსეთი, რომელმაც საქართველოში აგრესია და ეთნოწმენდა განახორციელა, სამშვიდობო პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციათა მონაწილეობის მინიმუმამდე შემცირებას ცდილობს.
XS
SM
MD
LG