Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ისრაელს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ისრაელს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები
ღაზის სექტორში. ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ეჰუდ ოლმერტთან სატელეფონო საუბრისას ბან კი მუნმა „უკიდურესი შეშფოთება“ გამოთქვა მოვლენათა ასეთი განვითარებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გორდონ ბრაუნის განცხადებით, ახლა აუცილებელია, მიღწეულ იქნეს ზავი, „ხოლო ის, თუ ვინ არის დამნაშავე, მოგვიანებითაც შეიძლება გაირკვეს.“ რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ მხარეებს მოუწოდა, შეწყვიტონ სისხლისღვრა.
XS
SM
MD
LG