Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა


ავღანეთში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში,

ავღანეთში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში,
რომელიც მიმართული იყო პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისა და აშშ-ის წინააღმდეგ. პროტესტი მოჰყვა ინფორმაციას, რომ თალიბანის წინააღმდეგ მრავალეროვანი კოალიციის იერიშს ისევ მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ეს სამხედრო ოპერაცია ლაღმანის პროვინციაში განხორციელდა. ამერიკელი სამხედროების განცხადებით, ჯარისკაცებმა, საჰაერო ძალების მხარდაჭერით, მოკლეს 15 ექსტრემისტი. მაგრამ ადგილობრივი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ექტრემიზმში ეჭვმიტანილი სამი პირის გარდა, დაიღუპა, სულ ცოტა, 10 სამოქალაქო პირი. დაწყებულია ინციდენტის ერთობლივი გამოძიება ავღანეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG