ჩინეთის მთავრობის მონაცემებით, 26 მილიონი მიგრანტი უმუშევარად არის დარჩენილი,
ვინაიდან ჩინელი ექსპორტიორები გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო პრობლემებს განიცდიან. ქვეყნის ცენტრალური სამთავრობო საკონსულტაციო ორგანოს, ცენტრალური სამიწათმოქმედო ჯგუფის დირექტორის, ჩენ სივენის თქმით, უმუშევრობის მზარდმა პრობლემამ შეიძლება ჩინეთის სოციალურ სტაბილურობა საფრთხე შეუქმნას. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ოფიციალურმა პეკინმა მოსახლეობა გააფრთხილა მიმდინარე საუკუნის განმავლობაში სავარაუდოდ “ყველაზე რთული წლის” შესახებ. ჩინეთში ფაბრიკა-ქარხნებში მომუშავე მუშები გასული კვირების განმავლობაში უკვე გამოვიდნენ ქუჩებში. ისინი ხელფასების გაცემას მოითხოვდნენ და საშტატო შემცირებებს აპროტესტებდნენ.