Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობამ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობამ
თბილისის მიერ კონტროლირებულ სოფელ ქვემო ნიქოზთან, დილით მძიმე ტექნიკა და 50-მდე ჯარისკაცი განალაგა, ქართული პოლიციის საგუშაგო დაბლოკა და საფორტიფიკაციო ნაგებობის მშენებლობა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო მოქმედება და საქართველოს ტერიტორიის შემდგომი ოკუპაცია. მოგვიანებით, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსმა სამხედროებმა ტერიტორია დატოვეს. პოლიციისავე ცნობით, ოსური მხარის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან სოფელ ნიქოზის მიმართულებით ისროლეს ჭურვი, რომელიც დაუსახლებელ ადგილას აფეთქდა.
XS
SM
MD
LG