Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მართლების სურვილად შეაფასა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მართლების სურვილად შეაფასა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ინტერვიუ, რომელიც გერმანიის ყოველკვირეულმა "შპიგელმა" გამოაქვეყნა. დღეს გამოქვეყნებულ ამ ინტერვიუში ლავროვი ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია იმით, რომ მშვიდობიანი ცხინვალის დაბომბვა ბრძანა. ამავე ინტერვიუში ლავროვი აღნიშნავს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისას რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იყო არა გეოპოლიტიკური ეფექტი, არამედ დაცვა იმ ხალხისა, რომელიც 20 წლის მანძილზე გამუდმებული პროვოკაციებისა და ტერაქტების მსხვერპლი იყო. ლავროვის ამ განცხადების საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს, საქართველოში ჩადენილი დანაშაული ადამიანებზე ზრუნვის საბაბით გაამართლოს.
XS
SM
MD
LG