Accessibility links

ბარაკ ობამა ავღანეთში დამატებით ჯარებს


ბარაკ ობამა ავღანეთში დამატებით ჯარებს აგზავნის.

ბარაკ ობამა ავღანეთში დამატებით ჯარებს აგზავნის.
შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ბარაკ ობამამ სამხედრო სფეროში პირველი სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო. მან დაამტკიცა ავღანეთში დამატებით 17 ათასი ჯარისკაცის გაგზავნა. ჯარიკაცები ავღანეთში გაზაფხულზე და ზაფხულში ჩავლენ და დახმარებას გასწევენ თალიბების წინააღმდეგ ბრძოლაში. ობამას თქმით, ჯარების გაზრდა აუცილებელია ავღანეთში ვითარების გაუარესების გამო. მაგრამ პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ავღანეთის პრობლემის მოგვარება მხოლოდ სამხედრო გზით არ შეიძლება და რომ ის დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებასაც აპირებს.
XS
SM
MD
LG