Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის შემდეგ სამხედროებისა და ომის ვეტერნების სოციალური პრობლემები ”ჯებირებს ანგრევს”


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ერთ-ერთ

პრიორიტეტულ მიმართულებად რუსეთის აგრესიის დროს დაღუპული და დაზარალებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისადმი სოციალური ვალდებულებების შესრულება დასახელდა. სამხედრო უწყება ამ მხრივ გარკვეულ ნაბიჯებს უკვე დგამს, თუმცა პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდება წერილები სახედრო მოსამსახურეების ყოფით და სოციალურ პრობლემებზე. გასულ კვირაში ხელისუფლებას საპროტესტო გამოსვლით თავი შეახსენეს 90-იან წლებში დაღუპული მებრძოლების ჭირისუფლებმაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ მათ სოციალური დახმარება შეუმცირა და გერის მდგომარეობაში ჩააყენა აგვისტოს ომის დროს დაღუპული მეომრების ოჯახებთან შედარებით. საავტორო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” კობა ლიკლიკაძე იმაზე ისაუბრებს, თუ რატომ დამძიმდა აგვისტოს ომის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეეებისა და მათი ოჯახების სოციალური მდგომარეობა.(იხ. აუდიო ვერსია)
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG