Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ სამშვიდობო


გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში ალენ ლე რუამ

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში ალენ ლე რუამ
შეშფოთება გამოთქვა ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის გეგმის გამო, საპრეზიდენტო არჩევნები დაგეგმილზე უფრო ადრე, მაისში ჩაატაროს. ლე რუას თქმით, ივლისამდე არჩევნების მოწყობა შეუძლებელია როგორც უსაფრთხოების, ისე ლოგისტიკური და ტექნიკური მოსაზრებებით.
მანამდე კარზაის მისამართით ასეთივე შინაარსის პრეტენზიები გამოთქვეს ავღანეთის ოპოზიციის ლიდერებმა, რომლებმაც კარზაი საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულეს. პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, აბდულ ყადარ ემამი ღურიმ განაცხადა, რომ კარზაი თავისი ოპონენტების მოტყუებას ცდილობს.
XS
SM
MD
LG