Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში სერგეი ლავროვმა განაცხადა


ჟენევაში სერგეი ლავროვმა განაცხადა,

ჟენევაში სერგეი ლავროვმა განაცხადა,
რომ ორივე სახელმწიფოსთვის დადგა სწორი მომენტი ბირთვული განიარაღების საქმეში წინსვლისათვის. ის სტრატეგიული იარაღის შემცირების ახალი ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოწოდებით გამოვიდა და თქვა, რომ ანტიბალისტიკური სარაკეტო სისტემების განვითარებისკენ სწრაფვა ბირთვულ განიარაღებას ხელს უშლის.
(ლავროვის ხმა)
“რუსეთი ღიაა კონსტრუქციული დიალოგისთვის და მზად არის ერთობლივი მუშაობისთვის ყველა პარტნიორთან. დღეს, პირველად “ცივი მის” დამთავრების შემდეგ მთელ პერიოდში, დგება მომენტი, როცა რეაულურად ხდება შესაძლებელი განიარაღების გლობალური პროცესის განახლება ფართო დღის წესრიგით. დარწმუნებული ვარ, არ შეიძლება ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება”.
ლავროვმა ვაშინგტონს მოუწოდა რატიფიცირება გაუკეთოს ბირთვული იარაღის გამოცდის ხელშეკრულებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა მოწოდებით, გამოცხადდეს ახლო აღმოსავლეთი ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ზონად.
ლავროვმა დღეს ვაშინგტონს მიმართა, აღიაროს მოსკოვის შეშფოთება, როცა გადახედავს აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო ფარის განთავსების გეგმას. ასეთი სისტემა, მისი თქმით, რუსეთის მიერ მუქარად მიიჩნევა. ლავროვის თანახმად, სხვა შემთხვევაში, რუსეთს მოუწევს საპასუხო ზოემების მიღება, მაგრამ ამ მიმართულებით სვლა არ სურს. ლავროვი სიტყვით გამოვიდა პრესკონფრენეციაზე ჟენევაში, სადაც ის ეწრება გაეროს ეგიდით მოწყობილ განიარაღების კონფრენეციას. გუშინ ის იქ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს შეხვდა.
XS
SM
MD
LG