Accessibility links

ავღანეთის უმაღლესმა სასამართლომ მკრეხელობისთვის 20


ავღანეთის უმაღლესმა სასამართლომ მკრეხელობისთვის 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტს

ავღანეთის უმაღლესმა სასამართლომ მკრეხელობისთვის 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტს
სეიდ ფერვეზ კამბახშს. ამის შესახებ რადიო ”თავისუფლებას” აცნობა სტუდენტის ძმამ. მისივე განცხადებით, ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება 1 თვის წინ მიიღო, თუმცა ბოლო დრომდე არაფერი იყო ცნობილი. კამბახში 2007 წელს დააკავეს იმის გამო, რომ ინტერნეტში სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ეჭვი შეიტანა მუსულმანი ქალების მკურნალობის წესებში. მას თავდაპირველად სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ სასჯელი შეუმსუბუქეს.
XS
SM
MD
LG