Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით


უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით,

უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით,
რუსეთს შეუძლია დახმარება გაზის პროექტში.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის გაზის ტრანზიტის სისტემის რეფორმირების გეგმა არაა რუსეთის წინაღმდეგ მიმართული. მისი თქმით, რუსეთს შეუძლია ჩაერთოს იმ პროექტის ინვესტიციაში, რეკონსტრუქციასა და მოდერნიზებაში, რომელიც ევროკავშირსა და უკრაინას შორის გაფორმდა. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთმა გადადო სამთავრობათშორისო მოლაპარაკება უკრაინასთან გაზის თაობაზე გაურკვეველი დროით, იმის გამო, რომ უკრაინას და ევროკავშირს შორის გაფორმდა შეთანხმება. რუსეთს სურს ამ პროექტის ნაწილი იყოს.
XS
SM
MD
LG