Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის მთავრობა ეკონომიკურ კოლაფსს გადაჰყვა


ჩეხეთი მთავრობის გარეშე დარცა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს უნდობლობა გამოუცხადა.

ძირითად მიზეზად ასახელებენ შიდა პოლიტიკურ უთანხმოებას მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციაში, თუმცა დიდი როლი ითამაშა ეკონომიკურმა კრიზისმაც. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ამ კვირაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ერთი თვის წინ კი - ლატვის მთავრობის გადადგომა განაპირობა.

მთავრობის გადაყენება არასოდეს არ არის კარგი, მაგრამ ჩეხეთის შემთხვევა განსაკუთრებით ცუდია. ერთი მხრივ იმიტომ, რომ ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯოდამარე ქვეყანაა და თანაც რამდენიმე დღეში პრაღას შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა უნდა ესტუმროს.

25-თ მარტს ჩეხეთის პარლამენტში გამართული კენჭისყრის შედეგის გამოცხადებას აღტაცებული მიესალმა ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ირჟი პაროუბეკი, რომელიც ადრე თავადაც იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი:

”მე ვფიქრობ, რომ ამ მთავრობამ მიიღოს ის, რაც დაიმსახურა. მთავრობამ თავი ვერ გაართვა კრიზისით გამოწვეული პრობლემების გამკლავებას და შედეგებს, რაც კრიზისის გამო ჩეხეთის ეკონომიკაზე აისახა.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, მირეკ ტოპოლანეკის კოალიცია ისედაც არამყარი უკვე ფორმირების დღიდან. მემერჯვენე კოალიცია, ხმათა აუცილებელი რაოდენობის მოსაგროვებლად, მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული პარტიის რამდენიმე რენეგატი წევრის მხარდაჭერას ეყრდნობოდა. სამშაბათის კენჭისყრაზე კი, რომელზეც მთავრობის ნდობის საკითხი იხილებოდა, ამ 100-ი დეპუტატის მოგროვებაც გაჭირდა, რადგან მემერჯვენე-ცენტრისტულ კოალიციაში შემავალი ”მწვანეთა პარტიის” ოთხი წევრი ოპოზიციას მიემხრო.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მირეკ ტოპოლანეკის კოალიციური მთავრობა დაიშალა, ევროპაში განვითარებული ეკონომიკური კრიზისია, რომელმაც, საბაზრო ეკონომიკის ანალიტიკოსის ლარს ქრისტენსენის დაკვირვებით, ევროპის რამდენიმე მთავრობა უკვე გადაიყოლა.

"აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანა განიცდის არა მხოლდო ეკონომიკურ, არამედ ასევე საბიუჯეტო კრიზისს - საგადასახადო სემოსავლები მცირდება, დანახარჯები იზრდება, იზრდება სოციალური დანახარჯები უმუშევრობის დასაფარავად. ეს კი ნიშნავს, რომ ბევრი ქვეყანა იძულებული გახდება მიმართოს მკაცრ ზომებს, რათა გააუმჯობესოს საზოგადოებრივ შემოსავლები იმ ვიტარებაში, როდესაც ეკონომიკა ცუდად მუშაობს. ის კი როგორც ჩანს იქნება ძალიან არაპოპურალური მთელს რეგიონში, რამაც შემდგომში შესაძლოა პოლიტიკური უიმედობა გამოიწვიოს. ”


პოლიტიკური უიმეოდობა, მაგრამ ჯერჯერობით მცირედი პროტესტით, - ეს არის ის, რის წინაშეც ჩეხეთის რესპუბლიკა იმყოფება.

შესაბამისად, როგორც ჩანს ივნისის ბოლომდე, ვიდრე ევროკავშირში ჩეხეთის თავმჯდომარების ვადა ამოიწურება, ქვეყანას გარდამავალი მთავრობა ეყოლება.

კონსტიტუციის თანახმად, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა უნდა დაასახელოს. მირეკ ტოპოლანეკი აცხადებს, რომ მას კიდევ ერთი შანსი ექნება.

ტოპოლანეკის თქმით, მას სურს ისეთი მთავრობის დაკომპლექტება, რომელიც არ იქნება დამოკიდებული კომუნისტების მხარდაჭერაზე, რასაც მოწინააღმდეგეები აიძულებენ. სოციალ-დემოკრატები კი ამჯობინებენ, რომ ქვეყანას უხელმძღვანელოს”ექსპერტების მთავრობამ” , რომელიც თანამდებობაზე მოდევნო არჩევნებამდე დარჩება.
XS
SM
MD
LG