Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელის


საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელის შეფასებით,

საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელის შეფასებით,
თბილისი სარკოზი-მედვედევის გეგმის პირობებს სრულად იცავს, მოსკოვი კი - მხოლოდ ნაწილობრივ.
რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში ჰანს იორგ ჰაბერმა განაცხადა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის მეთვალყურეთა შესვლას რუსეთი ხელს არ უწყობს. ჰაბერის თქმით, ამ ორ რეგიონში დამოუკიდებელი მისიების არსებობა შეუძლებელია, რადგან ევროკავშირი არც ერთ მათგანს არ აღიარებს. მისივე განცხადებით, არაერთი ინფორმაციის მიუხედავად, ევროკავშირის მეთვალყურეებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ქართველი სამხედროების კონცენტრირება ამ დრომდე არ შეუნიშნავთ.
XS
SM
MD
LG