Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ჟურნალიტი გარდაიცვალა თავდასხმის შედეგად


მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ ხიმკის ადგილობრივი გაზეთის “გრაჟდანსკოე სოგლასიეს” რედაქტორმა განაცხადა, რომ გაზეთის დიზაინერი გარდაიცვალა მასზე თავდასხმის შემდეგ. გაზეთმა ადრე კრიტიკა გამოთქვა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ. რედაქტორ ანატოლი იუროვის თანახმად, სერგეი პროტაზანოვი შაბათს სცემეს და შემდეგ, ორშაბათს გარდაიცვალა მას მერე, რაც საავადმყოფოდან გაწერეს. იუროვის ცნობით, პროტაზანცევი დაკავშირებული იყო მასალასთან, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას ხიმკიში ქალაქის მერის არჩევნების დროს სავარაუდო ფალსიფიცირების თაობაზე. პოლიციის ცნობით, პროტაზანცევი გარდაიცვალა მას მერე, რაც მოწამლული ნახეს. პოლიციამ უარყო, რომ მისი სიკვდილი ცემამ გამოიწვია.
XS
SM
MD
LG