Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ნაწილი პროტესტს გამოთქვამს მთაწმინდის პარკის გახსნის გამო


9 აპრილის საპროტესტო აქციის ახალგაზრდულმა შტაბმა დღეს ხელისუფლება გააფრთხილა, უარი თქვასბადრი პატარკაციშვილის ოჯახის კუთვნილი მთაწმინდის პარკის გახსნაზე. შტაბის წარმომადგენელთა განცხადებით, პრეზიდენტი ბავშვების თანდასწრებით აპირებს პარკის გახსნას, ამიტომ საპროტესტო აქციის მონაწილეები მაქსიმალურ სიფრთხილეს გამოიჩენენ და სააკაშვილს სირცხვილის დერეფანს მოუწყობენ. ხელისუფლების მიერ ბადრი პატარკაციშვილისთვის ჩამორთმეული და არაბული კომპანიისთვის გადაცემული მთაწმინდის პარკი, გეგმით, ამ კვირაში უნდა გაიხსნას.
XS
SM
MD
LG