Accessibility links

კიევში ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა


კიევის ცენტრში დღეს 20 000-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. საპროტესტო აქციის მონაწილეები აკრიტიკებენ ეკონომიკური კრიზისის პირობებში მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. პრორუსული ოპოზიციის წარმომადგენლები მოითხოვენ როგორც პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს, ისე პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს გადადგომას. აქცია ორგანიზებული იყო ვიქტორ იანუკოვიჩის “რეგიონული პარტიის” მიერ. იანუკოვიჩი, სავარაუდოდ, თავის კანდიდატურას წამოაყენებს 25 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
XS
SM
MD
LG