Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ იორკის შტატში შეიარაღებულმა მამაკაცმა 12 ადამიანი დახოცა


როგორც იტყობინებიან, შეიარაღებული პირი, რომელმაც ნიუ იორკის შტატში, საიმიგრაციო სამსახურში, ხალხი გაჟლიტა, მოკლულია. გადარჩენილი მძევლები გათავისუფლებული არიან. ნიუ იორკის გუბერნატორმა დევიდ პატერსონმა დაადასტურა, რომ სულ ცოტა 12 ადამიანი იქნა მოკლული სროლის შედეგად, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქალაქ ბინგემტონში. შეიარაღებულმა მამაკაცმა შენობის შესასვლელი საკუთარი მანქანით გადაკეტა და მძლავრი ცეცხლსასროლი იარაღით შევიდა შენობაში.
XS
SM
MD
LG