Accessibility links

logo-print

მოლდავეთი: დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა


მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში ანტისამთავრობო დემონსტრაციები ძალადობაში გადაიზარდა, როცა დემონსტრანტები მოლდავეთის პრეზიდენტის სასახლესა და პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ. დღეს სულ ცოტა ათი ათასი ადამიანი შეიკრიბა კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი კომუნისტური პარტიის გამარჯვების მიმართ პროტესტის ნიშნად. როგორც იტყობინებიან, სულ ცოტა 20 ადამიანი დაშავდა. კომუნისტურმა პარტიამ, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი უდგას სათავეში, ხმების დაახლოებით 50 პროცენტი მოაგროვა და საპარლამენტო უმრავლესობა გაინაღდა. ეს კომუნისტებს ახალი პრეზიდენტის არჩევის საშუალებას მისცემს. ვორონინს, რომელიც ორი ვადით იყო არჩეული პრეზიდენტად, კონსტიტუცია უკრძალავს ამ თანამდებობის მესამე ვადით დაკავებას.
XS
SM
MD
LG