Accessibility links

logo-print

”პირველი არხი” ოპოზიციის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს


“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელობა დათანხმდა პატრიარქის გამოსვლის სრული ვერსიის გაშვებას, სადაც პატრიარქმა სამართალდამცავი ორგანოებისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს მოუწოდა, ხელი არ აღემართათ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. ასევე, ”პირველი არხი” ყველა საინფორმაცო გამოშვებაში სრულად გააშუქებს აქციაზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ხოლო როდესაც აქციის ორგანიზატორებს დასჭირდებათ მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერი მათთვის ყოველთვის ღია იქნება. ამის შესახებ ”ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელთან, ლევან ყუბანეიშვილთან შეხვედრის შემდეგ. პირველ არხთან აქცია დასრულებულია. მანამდე კი ტელეკომპანიის დაცვის თანამშრომლებსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა, რადგან მოლაპარაკებაზე შესვლა ყველა ლიდერს სურდა, რისი საშუალებაც მათ არ მიეცათ. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსი” იუწყება.
XS
SM
MD
LG